მეგობრის სამყარო
შვლის ნუკრ-თვალება მეგობარი...მე მყავდა ერთი... და ახლა ვნანობ: "მეგობარი" სწორად დავარქვი? "მყავდა"-თქო ვამბობ... თუმცა ვფიქრობ: იყო რომ "ჩემი"? ჩემი კი იყო... ჩემთვის იყო ერთი სამყარო. სადაც ღამეა... და ანათებს ბებერი მთვარე, ტყეში დგას ქოხი... ცივ ღამეში თავშესაფარი. ცხელია ჩაი... მაგიდაზე თეფშით კექსები - მარწყვიანი და ალუბლიანი. სახლის კედლებზე წაწერილი მისი ლექსებით... მეგობრის სახლი... ტკბილი სუნით, მუდმივ სითბოთი... მუდამ ღიმილით - რომ მეგონა მე ვუხაროდი. ხშირად ვსტუმრობდი... ვაღიარებ: - ალბათ დავღალე! ვერ ველეოდი - - ის კი უცებ შემომელია. ერთხელ მის ზღურბლთან კართან დამხვდა ბარიკადები, არც სითბო იყო... არც სინათლე... არ შემიძლია! გაურკვევლობა მომახვია, აუხსნელობა... რამ დაამთავრა? რა მიზეზმა? ეს მეგობრობა???? მას შემდეგ ასე დახურული არის სამყარო, სადაც მუდმივად მომელოდა ჩაი, კექსები... აღარც ქოხია... არც მარწყვი და არც ალუბლები, და აღარც გრძნობით დაწერილი მისი ლექსები. 18.02.2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი