სულ ერთი წვეთი
წვეთი სიყვარული წვეთი ერთგულება წვეთი ნუგეში და წვეთი ყურადღება... მხოლოდ ამას ვითხოვ ადამიანისგან. თუკი შემეშალა თუკი ვაწყენინე ხელს ნუ კი მკრავს და მისგან ნუ გამრიყავს... წვეთი პატიება წვეთი მოთმინება უნდა შეგვეძლოს ჩვენ ერთმანეთისათვის. სხვანაირად აბა... სხვანაირად როგორ? უფლისგან ნასესხებ ამ სიცოცხლისათვის. 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი