შენდობის დღე
შენდობის დღეა და მე ვითხოვ შენდობას, ვისაც კი ოდესღაც, თუ გული გატკინეთ, ვინც გამინაწყენდით, ვინც მიმატოვეთ...ან არც ახსნა ვინებეთ და გრძნობა გავწირეთ. ნებსით თუ უნებლიეთ ყველა ხომ ვაშავებთ, რად გვიჭირს "ბოდიში" ან კიდევ "ვცდებოდი" შენდობას არ უნდა კუთვნილი დღე ჰქონდეს, როცა კი ვაშავებთ, მაშინ ნუ ვაყოვნებთ. გვეწყინა? - ავუხსნათ! ნუ ვდუმვართ თუ გვტკივა! ვითხოვოთ შენდობა იმ წუთში...იმ დღესვე. თორემ სინანული ყველაფერს დაფარავს, წყენასაც, ტკივილსაც გული ვერ დაიტევს. შენდობის დღეა და მე გეტყვით: "მიყვარხართ" "ბოდიში" "შემინდეთ" "მადლობა" "მჭირდებით", მიპატიებია მეც ყველა ტკივილი, ყველა მონატრება და სულის კივილი. არაა მარტივი ეს აღიარება, სინანულს სჯობია, მერე რომ განვიცდით, სულ ცოტა მანძილი გვაშორებს ერთმანეთს, იმ დროსთან...რომელიც სასტიკად არ იცდის. ირინა თოფურია ✍ 14.03.2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი