ნუ გაბრაზდები


ნუ გაბრაზდები...სიბრაზე პირველ რიგში შენ გაზარალებს, გულს სიბრაზე არ უყვარს. ნუ მიუშვებ მას გულამდე, უცებ უკუაგდე და რამოდენიმე წამში მიხვდები როგორ მოგეშვება. 

ნუ გაბრაზდები ადამიანებზე...ისინი ისე იქცევიან და საუბრობენ, როგორც მათ იციან და ესმით. შენი სიბრაზე ვერაფერს შეცვლის.

ნუ გაბრაზდები, როცა არ გისმენენ. ყველას როდი აქვს მოსმენის უნარი, შესაბამისად ვერაფერს გირჩევენ, ვერ განუგეშებენ, ვერ აღფრთოვანდებიან, ვერ გაგიგებენ გწყინს თუ გიხარია...და ღირს ასეთ ადამიანებთან რამის თქმა? ძალიან კარგი, თუ არ გისმენენ.

ნუ გაბრაზდები, თუ ათჯერ მოიკითხავ იქით და სამაგიეროდ არც მოგიკითხავენ. ვისაც არ აინტერესებს როგორ ხარ,  რას აკეთებ და რას განიცდი - მათი გაცვეთილი ფრაზები და მოკითხვები რაში გჭირდება? 

ნუ გაბრაზდები, თუ რამოდენიმეჯერ სთხოვ შეხვედრას და სულ უარს იღებ. ვინც იმიზეზებს მუდმივად დროის უკმარისობას, დამიჯერე მას თავზე საყრელად აქვს  დრო, ბევრ უსარგებლო რამეზეც... მხოლოდ შენთვის არა. როცა სურვილია, ყოველთვის გამოინახება დროც და საშუალებაც. გაიხსენე...რამდენი ადამიანია, ვინც გულით ელოდება შენს ზარს და ნახვას. მათთვის გამონახე დრო და მათ უწილადე შენი სითბო და ყურადღება.

არ გწერენ, არ გირეკავენ, არ გკითხულობენ, არ სჭირდებით, არაფერს გიყვებიან და გიზიარებენ ანუ უშენოდ კარგად არიან, რა საჭიროა მათზე გაბრაზება? 

სიბრაზე ვნებს ჯერ გონებას, მერე  გულს... და ბოლოს სულს...ამიტომ, ნუ გაბრაზდები! 

ირინა თოფურია ✍
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი