გაღმა ნაპირზე
გაღმა ნაპირზე... ლურჯმა აპრილმა ააყვავილა კესანე შენი, შენ იქ მიდიხარ და მიგაქვს საგზლად ამ ცხოვრებიდან - მოგონებები. მიგაქვს ღიმილი... ჩვენ რომ ჩაგვიქრე, რომ იქ ვარსკვლავად აანთო ცაზე, მზედ რომ აბრწყინო დღეები როცა... მოვლენ უშენოდ ცრემლებად თვალზე. იქ სულ მთებია... შენ რომ ილტვოდი, როს მძიმე ტვირთი გეკიდა მხარზე, ახლა მსუბუქად გაინავარდე, ცისა და მიწის გზაგასაყარზე. მშვიდობით...კარგო.. ჩემო კეთილო, აქ სიკეთეებს თესავდი ჩვენთვის, ლექსით გაგიცან...ლექსით გაცილებ, კესანედ მოხვალ...კესანედ გვრჩები. 10.04.2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი