როცა არ იყავი ღირსი


როცა არ იყავი ღირსი - 
მაშინ გაწყენინე ვიცი,
როცა არ ცრუობდი ალბათ
მაშინ შევიტანე ეჭვი,
როცა არ ფიქრობდი ჩემზე,
მაშინ გაიძულე ფიქრი,
როცა არ გინდოდა ჩემთან, 
მაშინ გითხარი რომ - გეტრფი!
ვიცი, დავაშავე, რადგან...
უცებ ჩავთვალე რომ შეგხვდი,
დავიჯერე რომ ეს შენ ხარ,
ვისაც ასე დიდხანს ველი.
ვიცი დავაჩქარე რაღაც...
ვიცი, ვიჩქარე და შევცდი,
იცი როგორ ვწუხვარ ახლა,
რომ მე ვეღარაფერს შევცვლი? 
ვიცი დავაშავე ბევრი, 
თუმცა აღარ ვიცი რისთვის, 
დანაშაულია ისიც - 
შენ რომ შემიყვარდი ვიცი...
როგორ დავიმცირე თავი, 
მაინც უშენობა მიჭირს...
იქნებ საერთოდაც არ ხარ - 
ჩემი სიყვარულის ღირსი.... 
 2007

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი