იმედი
მე ახლა მხოლოდ გაზაფხულის იმედი დამრჩა, მე ამ ზამთარმა, სუსხიანმა მადინა ცრემლი, შემოდგომიდან დაზამთრებამდე დარდი ჩამრჩა, და ცეცხლის ნაცვლად, ახლა გულში მაყრია ფერფლი. ნეტა იცოდე, როგორ მათბობდა ეს გულის სითბო, ასე მეგონა, მარტოობა მე აღარ მელის, მე შენ მოგენდე, შეგიყვარე და იცი, თითქოს... როგორც ენდობა მონადირეს უმანკო შველი. და მე მეგონა ჩემი ნდობა დაფასდებოდა, რომ არ ველოდი, განაჩენიც აღსრულებულა, ისე დამჭერი, ვგრძნობდი გული როგორ კვდებოდა, ჩემი სიცოცხლის ნაზი ხანა დასრულებულა. ახლა დავდივარ აბნეული, ლანდად ქცეული, აღარც ცრემლი და არც ღიმილი რომ აღარ მშვენის, შენგან შორსა ვარ, შენი ტყვიით გულგანგრეული, ახლა მგონია, განშორებაც ვერაფერს მშველის. მჯერა, რომ მალე გაზაფხული გამომიდარებს, გულს გამიცოცხლებს, გამაღიმებს - მე ამას ველი, და მომიშუშებს მიყენებულ შენგან იარებს, სულს კი ტკივილად შემორჩება სახელი შენი... 2007
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი