ბებო


რაც დრო გადის...მეტად
მენატრები ძლიერ,
რაც წახვედი ჩემგან,
იმის მერე ჩემთვის:
-გემო არ აქვს საჭმელს,
-ძილი არ ჰგავს სიზმარს,
ფიქრს არ ჰქვია ფიქრი,
მე უშენოდ მიჭირს.
მე ბავშვობას ვნატრობ,
შენთან ერთად ყოფნას,
შენი თბილი მკერდი, 
შენი გულის ძგერა,
შენი საყვედური,
შენი დარიგება...
როგორ მენატრება...
როგორ მენატრება...
შენს თვალებში მუდამ
სიხარული ენთო,
შენგან სიკეთე და
სიყვარული მერგო...
მაპატიე...მე ეს
მონატრება ღმერთო...
მენატრება...მენატრება
ჩემი თბილი ბებო.
 2011

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი