მიუხედავად იმისა...რომ
მიუხედავად იმისა რომ - აღარ გჭირდები, მიუხედავად იმისა რომ - ვეღარ ამიტან, მიუხედავად იმისა რომ - შენს გულში არ ვარ, მაინც რას ვითხოვ? ნეტავ შენგან კარგო რა მინდა? იქნებ მჯერა რომ - მაინც მე შენ კვლავ დაგჭირდები, იქნებ მჯერა რომ - მაინც მე შენ ისევ ამიტან, იქნებ მჯერა რომ - მაინც მე შენს გულში გავჩნდები, აი რას ველი -ხედავ კარგო, შენგან რა მინდა? 2007
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი