შენი თვალები
შენი თვალები უძირო ზღვაა, ცურვა არ ვიცი, ჩავიკარგები, ეს ზღვა მინაში გამოამწყვდიე, თითქოს არ მიხმობ...და თან მეძახი. შენ მაშინ მიხმობ, როცა მარტო ხარ, ღამის წყვდიადში როდესაც ღელავ, და ეს ხმა ჩემს მეტს არავის ესმის, არავინ გგრძნობს და არავინ გხედავს. შენსკენ გაწვდილი მე მაქვს ხელები, შენს სანაპიროს ყოველღამ ვსტუმრობ, ჩემგან შორსაა შენი ტალღები, თუმც კი მიღიმი და ზოგჯერ ხუმრობ. მაინც ვერ ვბედავ, ახლოს მოვიდე, ვერ ვარ თამამი და ვგრძნობ ვიღლები. რადგან მინაში გამოამწყვდიე, მე ვერ გავუღე ამ ზღვას კარები. შენი თვალები უძირო ზღვაა............ 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი