ოქტომბერი


ოქტომბერი, ღვინობისთვე,
ახლა არის, ჩემი თვე....
ცივი არის ღამეები,
მაგრამ მაინც ათბობს მზე.
ოქტომბერის ოცდაორი, 
კალენდარში ერთი დღე,
სხვისთვის ერთი ჩვეულებრივი,
მაგრამ ჩემთვის ყოველ წელს: 
თუნდაც ქარი, თუნდაც წვიმა, თუნდაც მზე, 
სიყვარული, სიხარული, ღელვაა და სილაღე, 
ცოტა სევდაც მეპარება, 
ცრემლიც მომდის ჯინაზე, 
ოქტომბერი, ღვინობისთვე,
ჩემი დაბადების თვე.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი