ისევ დაღამდა უშენოდ
ისევ დაღამდა უშენოდ, ისევ დაეშვა ფარდები, იმ ოცნებებზე, ფიქრებზე- "რომ მე შენ შეგიყვარდები." ნეტავ იცოდე, რამდენჯერ მინდოდა მეთქვა: მჭირდები! მსურდა მეყვირა ხმამაღლა: -მე დიდ სიყვარულს გპირდები!!! მაგრამ არვიცი რას ფიქრობ, გულში და სულში რა ხდება, სიმშვიდეს აღარ დაგიფრთხობ, არც არაფერი მოხდება. ასე ვიქნებით ჩვენ ჩუმად, ერთმანეთს გავერიდებით, და ამ ცხოვრებას ნელ-ნელა ცალ-ცალკე ჩავეჭიდებით. ......და მაინც როცა თენდება, ისევ იმედი იღვიძებს, როცა ახალი დღე დგება, კვლავ ოცნებისკენ მიბიძგებს. თუმცა დაღამდა უშენოდ...... 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი