ვერ მისაყვედურებ


ვერ მისაყვედურებ...
რომ მე არ მინდოდა
შენს გვერდით ყოფნა და
შენთან სიახლოვე...
ბევრი ნაბიჯები გადმოვდგი მე შენსკენ და, 
შენ - ზურგი შემაქციე და ასე მიმატოვე.
ვერ მისაყვედურებ...
რატომ არ მოგწერე,
რომ არ ხუნდებოდი,
რომ ისევ მჭირდებოდი,
შენ ამას ისედაც ხედავდი უსიტყვოდ,
რომ მართალს ვამბობდი, რასაც გპირდებოდი.
ვერ მისაყვედურებ...
რომ არ მოგაკითხე,
არ შემოგხედე და
არ მოგისმინე.
კიდევ ბევრჯერ მოვიდოდი შენთან რომ იცოდე...
ცოტა სიამაყემ მძლია, და მოვითმინე.

#########
ვერ მისაყვედურებ...
ვერც გულგრილობას, 
ვერც ტყუილს, ვერც ორპირობას,
თუმცა შეგიძლია ბრალი დამდო,
რომ ვერ ვძლიე:
გულახდილობას, 
მოუთმენლობას...
შენზე ფიქრს და ოცნებას...
რომ ვაგებდი მომავალს
და ყველაფერი მინდოდა
შენთვის და შენთან ერთად....
ვერ მისაყვედურებ ამას...
მაგრამ...მაპატიებ.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი