Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_748or5c3kfmlb6bkmde32uogav, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
წამიყვანე სადმე - ირინა თოფურია | პოეზია

წამიყვანე სადმე


წამიყვანე სადმე,
საქართველოს მთებში,
მხოლოდ ჩვენ რომ ვიყოთ,
და არავინ მეტი.
წამიყვანე სადმე,
მომარიდე ზამთარს, 
მომიყევი რამე,
მეც გიამბობ ზღაპარს.
წამიყვანე სადმე, 
სადაც თოვს და ბარდნის,
ჩამიკარი გულში,
გამიქარვე დარდი.
წამიყვანე სადმე,
შემოვუსხდეთ ბუხარს,
გავათენოთ ღამე, 
საუბრებში...თუნდაც.
წამიყვანე სადმე,
მე აქ უკვე ვერ ვძლებ,
შენ ჩემთვის იმღერე,
მე დაგიწერ ლექსებს.
წამიყვანე სადმე,
ჩვენი ქვეყნის მთებში, 
რომ ვხატავდე მე ცას, 
არარსებულ ფერში.
წამიყვანე სადმე,
და მიწოდე "ჩემო"...
ჩემო ბედისწერავ,
ჩემო ყველაფერო.
წამიყვანე სადმე, 
სადმე სადაც გინდა,
ოღონდ მერქვას შენი,
მე სხვა რაღად მინდა.
........................................
დავიკარგოთ, წამო,
გადავრიოთ ყველა, 
დაგვიწყებენ ძებნას,
გვიპოვიან ერთად....
წამიყვანე სადმე........
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი