შენ ძალიან "ცუდი"
შენ ძალიან "ცუდი," მე ძალიან "კარგს", შემპარვიხარ გულში და არ მიღებ კარს. სხვისთვის - ღიმილიანი და "საყვარელი" ხარ, მაშინ მე რად "მე-ცუდ-ები?" მე თუ "კარგი" ვარ? რას გაურბი ჩვენს შეხვედრებს, რად არ იღებ ხმას? ასე გინდა დამარწმუნო, რომ შენ "ცუდი" ხარ? რას გამიჯნე ყველა-ფერი, ჩამიკეტე გზა? ადიდებულ ტალღებს ნუთუ, შეაკავებს ზღვა? შემიკვეცე ყველა ფიქრი, რადგან "ცუდი" ხარ, თურმე არ ხარ ჩემი ღირსი, მე ხომ "კარგი" ვარ. შენ რა იცი ჩემი "ცუდიც" ზოგჯერ ავდარს ჰგავს, გა-ცეცხლ-ება მე რომ ვიცი, ეშინია ქარს. მალე ვიცი დამშვიდებაც, მერე "კარგი" ვარ, თუმცა ვიცი დავიწყებაც, როცა "ცუდი" ვარ. ვერ იქნები შენც სულ "ცუდი" გამახსენებ თავს, მერე ვეღარ დამაჯერებ, რომ შენც "კარგი" ხარ. სანამ "კარგად" მიმაჩნიხარ, და მეც "კარგი" ვარ, მოასწარი თორემ მერე, მეც ჩავკეტავ გზას. მე ასეთი ცუდი შეგხვდი, შენ ძალიან კარგს..... 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი