ფანჯრებთან...
შენ - შენს ფანჯრებთან... მე - ჩემს ფანჯრებთან... ვდგავართ და თითქოს მომავალს ვუმზერთ. შენ - შენს ფიქრებთან, მე - ჩემს ფიქრებთან, თითქოს ერთმანეთს ყველაფერს ვუმხელთ. ერთად ვიხსენებთ, პირველ შეხვედრას, როცა თვალები შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ სიტყვებს და პირველ შეხედვას, გული გულს შეხვდა, მიხვდა ყველაფერს. არ შეიძლება... გული ცდებოდეს, და აღელვებაც იყოს ცბიერი, ეს ყველაფერი... სიზმრად ხდებოდეს, ეს გრძნობა იყოს თან წამიერი. და მაინც თუნდაც ეს ილუზია, არც იწყება და აღარც მთავრდება, ნეტავ როდემდე ვიქნებით ცალკე? შენ - შენს ფანჯრებთან... მე - ჩემს ფანჯრებთან... 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი