ბაბუ


ჩემო ბაბუ...
ჩემო თბილო...
დღეს დღეობა არის შენი,
რაც წახვედი, 
მე სულ მცივა,
და არ მათბობს არაფერი.
შენი სითბო
სულ სხვა იყო,
მშობლიური და მზრუნველი,
სულსაც ისე გამითბობდი,
იმ ზღაპარს რომ მიამბობდი.
"გოგიტა და გუდიანი"
ბედნიერი დასასრულით,
წლების მერეც ისევ მახსოვს,
ბაბუ, შენი ნაამბობი.
რას არ დავთმობ
რომ დავბრუნდე,
სულ ერთი დღით იმ წარსულში,
ჩაგკიდებდი ხელს და 
ერთად
წავიდოდით ჩვენს სოფელში.
ბებო სახლში დაგვხვდებოდა,
ჩავიკრავდი მასაც გულში,
ბაბუ, ისე დამკლებიხართ
რჩევებით და დარიგებით.
ბაბუ...ისე წამიხვედი, 
ვერ  მომკარი ბოლოს თვალი,
ბაბუ...ირა გაგეზარდა, 
უკვე გახდა დიდი ქალი.
ანგელოზად მყავხართ ზეცად, 
ორივენი საიმედოდ,
ბაბუ შენს დღეს მოგილოცავ,
ბაბუ ჩემო ერთადერთო.
21.01.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი