იანვარი


იანვარიც იწურება კვლავ უშენოდ,
ისე გადის ეს ზამთარი, მაინც არ თოვს,
მე არვიცი ამ სიცივეს რით ვუშველო,
როცა გული შენს სითბოს და 
შენს ნახვას მთხოვს...
თუმცა ცივა და მკაცრია იანვარი,
მე ამ ქვეყნად, თითქოს დამდეს ყველას ბრალი,
შენი სახით გამომიჩნდა მკაცრი მსაჯი,
თუმცა მჯერა, რომ გაგალღვობს თებერვალი.
იანვარი მიითვალე, შენი იყოს:
ეს ყინვები, ეს სიცივე, უთოვლობა, 
ყველა დარდი და ტკივილი მან წაიღოს,
მომაშოროს ეს სიმკაცრე, უშენობაც.
იანვარი იწურება ცოტახანში,
და ხეებში რომ ჩადგება მერე წყალი,
ვიცი მხოლოდ რა გაალღვობს ამ სიცივეს,
გულს გაგითბობს სუსხიანი თებერვალი.

მთავარია...მიილიოს იანვარი....
31.01.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი