არ მინდა უშენოდ ოდესმე გათენდეს


არ მინდა უშენოდ ოდესმე გათენდეს,
მზე ამოვიდეს და დღეები გაგრძელდეს,
არ მინდა ბაგედან ღიმილი გავრცელდეს,
უშენოდ ამ თვალებს - ვხუჭავდე, ვახელდე.
არ მინდა უშენოდ რომ ვწერდე, ვხატავდე,
სულ მინდა რომ იყო და აღარ დამთავრდე,
სულ მინდა მჯეროდეს, რომ ყველგან დამეძებ,
მინდა რომ გამოჩნდე, მინდა რომ გაცხადდე.
არ მინდა შენს სახელს მანამდე ვამხელდე,
სანამ შენ არ შეძლებ, რომ ხელში აგყავდე,
მინდა რომ  შენ ჩემთვის არასდროს დაღამდე,
მინდა არ ვიფიქრო: სად მყავდი აქამდე.
-------------------------------------------------------------------------------
ახლა შენ გკითხავ - როგორ გირჩევნია:
წავიდე შენგან თუ არასდროს დავმთავრდე?
გინდა რომ მხედავდე? ვწერდე და ვხატავდე?
ჩემს თავს რომ გიძღვნიდე,
მიყვარდე, გაჩვევდე? 
სულ ყველგან, ყოველთვის,
სულ მუდამ მამჩნევდე?
შენს გვერდში დავბერდე, 
შენს ხელში გავთეთრდე...
და შენთვის უჩემოდ არასდროს გათენდეს.
11.02.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი