გავშლი მაგიდას...


მაგიდას გავშლი...
დავალაგებ თეფშებს ორისთვის,
ჩანგალს და დანას...
მხოლოდ ჩემთვის...
რადგან, მეორე:
მე ჯერ არვიცი
მოვა თუ არა?
დამიჯდება პირდაპირ?
გვერდზე?
მოითხოვს ჭიქას...
რას დაისხამს?
ღვინოს თუ არაყს?
იქნება ჩუმად...
თუ სადღეგრძელოს წარმოთქვამს მერე?
ისიც არ ვიცი აქ რომ მოდის
თუ ფიქრობს ჩემზე...
დუმილი იცის...
მზერას ყოველთვის მარიდებს, რადგან
თვალები მისი...ბინდისფერი
არის უძირო,
სულში რა ხდება, 
მე შეიძლება თვალებით მივხვდე...
ამიტომ არ სურს...
რომ თვალებში მე მას ვუცქირო.
არც ჩემს თვალებში იხედება...
რადგან თვითონ ჩანს...
ჩანს რომ ლოდინით გადამღალა
და ეს სცხვენია...
თუმცა კი იცის რომ ეს თვალები
მხოლოდ მისთვის 
ჩასახედია...
ახლა ვდგავარ და
ვერ გამიგია, რა გავაკეთო
თეფშს შემოვუწყო ხელსახოცი,
ჩანგალი, დანა?...
და თუ კი მოვა
და თვალებიც შეერთდებიან
ცხადია მერე რომ დარჩება
ვეღარსად წავა...
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი