რაღაც სხვანაირი ლექსი


ისე სხვანაირად გავიცანი,
თუმცა სხვანაირად გულმა იგრძნო,
რაღაც სხვანაირი ენერგიით,
თითქოს სხვანაირი გრძნობით იყო.
მერე სხვანაირი დასიზმრება,
უფრო სხვანაირი გაღვიძება,
რაღაც სულ ახალი ფორიაქი,
ძველი განცდების კი დავიწყება.
რაღაც სხვანაირი ფიქრთა თოვა,
რაღაც სხვანაირი მესიჯები,
ცოტა დაბნეული მისვლა - მოსვლა,
დიდი გადადგმული ნაბიჯები.
რაღაც სხვანაირი მორიდება,
რაღაც უცნაური სურვილები,
რაღაც სხვანაირი მოკითხვები,
უცებ მოპარული გაზაფხულით.
რაღაც სხვანაირი ტიტები და
რაღაც სხვანაირი ნარცისები,
რაღაც სხვანაირი ლექსები და
ძველზე უკეთესი -  ნახატები.
მაინც სხვანაირი მოლოდინი,
რაღაც სხვანაირი მოთმინება,
რაღაც სხვანაირი ოცნებები,
რომელიც არასდროს არ მწყინდება.

ასე სხვანაირად დაწყებული,
ნუთუ სხვანაირად დამთავრდება? 
ამდენი გრძნობა გაცემული
დღეს მე დასაკარგად მენანება.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი