მეგობრებზე


მერამდენე მეგობარი "მომიკვდა"...მერამდენჯერ ვარ ჭირისუფალი ჩაკლული მეგობრობის...
მიდიან და თან მიაქვთ ყველა ემოცია, ფერი, სუნი, ხმა, სიტყვები, დაპირებები და ადგილები...ყველაფერი რაც მოწმე იყო ჩვენი მეგობრობის...
  თითოეულმა მომკლა მასში და ამით გამომიტანა განაჩენი...მეტკინა, თუმცა შევეჩვიე...წავიქეცი - მაგრამ წამოვდექი...რადგან არიან ისეთი მეგობრებიც, რომლებიც დაცემის საშუალებას არ მაძლევენ და რაც არ უნდა მოხდეს, არ მტოვებენ. მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ, დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ყოველგვარი ნიღბისა და თამაშის გარეშე. 
ბრმა ტყვიით მომკლეს "წასულმა" მეგობრებმა...სრულიად მოულოდნელად და გაუფრთხილებლად...ისე რომ არც მოინდომეს ნახვა და მოსმენა...ალბათ ასე სჯობს...ჩუმად, უხმაუროდ წასვლა...
მერე რა თუ მე მეტკინა, მე გამიკვირდა, მე არ ველოდი...- მთავარია სიმართლე მათ მხარესაა, მათ ასე სურთ სჯეროდეთ და სჯერათ, ყოველგვარი გარკვევისა და ახსნების გარეშე. 

იმაზე მწყდება გული...რომ ჩემი გულიდან გლეჯენ საკუთარ თავებს და რაღაც ნაწილებს სტოვებენ...ცოცხლობენ უჩემოდ და მცვლიან სხვებით...ჩემთან კი ცარიელი ნაწიბურები რჩება, რომელიც არასდროს ივსება სხვით. 
მერამდენედ უნდა ვიყო ჭირისუფალი? 

ირინა თოფურია ✍
2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი