როცა გიყვარს...


როცა გიყვარს - სულ სხვანაირად გიცემს გული. 
სხვანაირად სუნთქავ...
თვალებშიც უცნაური სხივია ჩამდგარი...
ღიმილი გაწერია სახეზე...
თვალებს რომ ხუჭავ, გარშემო პეპლები დაფრინავენ, ჭრელა-ჭრულა...ფერადები. 
როცა გიყვარს - ნებისმიერი სეზონი გაზაფხულია...
სევდიანი შემოდგომაც გეგაზაფხულება და უღიმღამო ცივი ზამთარიც.
როცა გიყვარს - უხილავი ფერადოვნებაა ირგვლივ...
იმედიც სხვანაირია...
გეჩვენება რომ: 
მზე გკოცნის და გეალერსება, ქარიც სასიამოვნოდ გიწეწავს თმებს და წვიმაც ისე გასველებს, არ ბრაზობ რომ სველდები.
როცა გიყვარს - მოლოდინიც ასატანია...სიჩუმეც...მოთმინებაც.
ცუდზე არ ფიქრობ...
არავის აწყენინებ...
ყველას უღიმი და ათბობ...
უშრეტი ენერგიით ხარ სავსე - როცა გიყვარს! 
გსიამოვნებს გაცემა...ისე რომ არ ელოდები რას მიიღებ.
როცა გიყვარს - სხვას არ ეძებ...
ამ სიყვარულის ერთადერთ მიზეზს ყველგან გრძნობ და გულით დაატარებ.

თუმცა... როცა ასეთ სიყვარულს ცალი ფრთა უმოქმედო აქვს - ძალას გაცლის გრძნობის მარტოობით ზიდვა... და ზიდავ მანამ...სანამ გიყვარს!.... 

ირინა თოფურია ✍
20.10.2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი