დრო


სულ მინდოდა დამეწერა დრო-ზე, თუმცა რატომღაც ამის დრო არ მქონდა...
დრო არის ის, რაც ყველაზე ძვირფასია...
დრო არ უნდა ფლანგო უაზროდ. 
წარსულს ვერ აბრუნებ, მომავალი ჯერ არ იცი.
აწმყო...აი ესაა ყველაზე კარგი დრო. ყველაზე საჭირო, აუცილებელი და ნამდვილი. 
"დრო გაჩერდაო" -გამიგია, მაგრამ დროს რა გააჩერებს, წამივით გარბის და ვეღარ აბრუნებ...როგორც ნათქვამ სიტყვას და უკვე ჩადენილ მოქმედებას...
"ამის დრო არ არის ახლაო" - თუ არ იქნება ახლა, ის აღარ იქნება მერეც...
"დრო მქონდაო და...იტყვი: მენახაო, მომესმინაო, დავლაპარაკებოდიო, მოვხვეოდიო, დამერეკაო, მიმეწერაო"- ეს მხოლოდ სინანულია და მეტი არაფერი...გინდა ნახვა? საუბარი, ჩახუტება, მოსმენა? -გამონახე ცოტა დრო, თორემ მერე სანანებლად მეტი დრო გექნება....
დააფასე ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გნახონ, მოგისმინონ, გესაუბრონ, მოგწერონ, მოგეფერონ...და ამაში დრო დაგითმონ, ისინი ამით ყველაზე ძვირფასს რამეს გჩუქნიან - თავიანთ დროს, რომელიც შეუძლიათ საკუთარ საქმეებს და თუნდაც ფიქრებს დაუთმონ.

მეც მადლობა ყველას იმ თქვენი დროსთვის, რომელიც ახლა ამ ამონარიდის კითხვას დაუთმეთ ❤ 

ირინა თოფურია 
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი