სიყვარულში დედისერთას ფიქრები
რატომ არის, როცა: შენი არ ესმის იმას, ვისაც გინდა რომ ყველაზე მეტად ესმოდეს; ყველაზე მეტად ესმოდეს არა მარტო ხმაური, სიჩუმეც და სულის კივილიც. ყველაზე მეტად ხედავდეს სევდას და მონატრებას ნაძალადევად გახალისებულ თვალებს მიღმა... გრძნობდეს სევდიან ტონს შენს გაბზარულ ხმაში... გიყურებდეს და ხედავდეს შენს სისუსტეს, დაღლას და ლოდინს... გეხვეოდეს და სულზე გკოცნიდეს, სხეულზე მეტად... გრძნობდეს შენს გულისცემას, რომელიც მისი დანახვისას და სახელის გაგონებისას ირევა... ითვლიდეს შენს ჭაღარებს თმაში და ნაოჭებს სახეზე, რომელიც მისმა გამოჩენამ უფრო მოამრავლა... ხედავდეს როგორ პატიობ, პატიობ უყურადღებობას, მიუხვედრელობას, ლოდინს, უთქმელობას...და ამას იტანდე ყოველდღე. ხვდებოდეს იმას...რომ მეტი დანაშაული არაფერი გაქვს ჩადენილი მის მიმართ, გარდა იმისა რომ გეძვირფასება და გჭირდება...გსურს მიეთვისო...და მის ზურგს ამოეფარო... იცოდეს ყველა ის დილა და დაღამება, რომელიც სასწაულის იმედიდან ლოდინის გადაწურვამდე გადის... იცოდეს როგორ ელოდები მის ზარს ან მისვლას...და ნუგეშს: -" ყველაფერი კარგად იქნება, რადგან შენთან ვარ"... თუმცა....შეუძლია კი მას ამდენი რამ???? მხოლოდ უფალია...ვისაც ეს ყველაფერი ხელემწიფება...ვისაც მუდამ ხელში აყვანილი დაჰყავხარ განსაცდელის ჟამს...მხოლოდ უფალია მადლიერი ამ ყველაფრისთვის, რასაც სიყვარულისთვის გასცემ... სწორედ სიყვარულია უფალი... სიყვარული მოგვმადლა ნიჭად... სიყვარულია ნიჭი, რომლის გამოხატვის საშუალება მხოლოდ ერთეულებს უბოძა... და კიდევ: ყველას როდი აქვს ეს ბედნიერება, "სიყვარულის თანატოლი" გაუჩნდეს ამქვენად... ყველა არაა ღირსეული... ალბათ ასე ვარ მეც: "სიყვარულში დედისერთა" ირინა თოფურია ✍ 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი