წვიმა


წვიმა ყველაზე მეტად მიყვარს...
ჩემია წვიმა...
ნებისმიერ სეზონზე.
მაგრამ გაზაფხულზე
განსაკუთრებულია.
სხვანაირი სუნი აქვს გაზაფხულის წვიმას...
რომელიც მხდის რაღაცნაირ სევდიანს...💙
თითქოს ჩემგან ყოველი დარდი და ემოცია მიაქვს და მე მიჭირს მათი დათმობა...
   მე მიყვარს წვიმის ყურება ფანჯრიდან.როგორ ეწვეთება მინას, მოიკლაკნება და ზოლებს ხატავს...
  მიყვარს წვიმის ხმა...მონოტური, ჰარმონიული და მელოდიური.
 მე მიყვარს წვიმაში სიარული...ქოლგით
და მინდა.....ერთხელაც ვიცეკვო წვიმაში, უქოლგოდ! 
 მინდა ერთხელ ხელჩაკიდებულმა და არა მარტომ...გავიარო თავსხმა წვიმაში...რომ არ მანაღვლებდეს დასველება...რომ არ გავრბოდე....არ მინდა დავემალო წვიმას.
 ზაფხულის თქეშიც ვერ მაშინებდეს, ვერც ელვა და თავსხმა. ალბათ ეს მაშინ იქნება როცა სრულყოფილ ბედნიერებას შევიგრძნობ...როცა "მისთვისაც"სულერთი არ ვიქნებით მე და წვიმა...ისევე როგორც ახლა, სულერთი არაა ჩვენთვის.
 
ირინა თოფურია ✍
31.03.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი