ჩემთან ასეთი სიყვარულია
- ჩემთან ასეთი სიყვარულია - და ეს იცოდე ყოველთვის!!! - მე თუ გიღებ მეგობრად, გიხსნი გულს, სულს, შუბლს, ღიმილს...ამ ყველაფერში დაინახე ჭეშმარიტება, რადგან მე არ მჩვევია "აფერისტობა" (პირფერობა) და სიყალბე! - მე თუ გიწოდებ მეგობარს, გთხოვ ამ ტიტულს და სტატუსს გაუფრთხილდი, გულს ნუ მატკენ, ნუ მომაკლებ ყურადღებას, სითბოს, ნდობას, ერთგულებას - თორემ მერე ჩემგან წასული ვერასდროს იპოვი ჩემგან იმ სიყვარულს და გულწრფელ ურთიერთობას! - მე შენთვის...ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში მოვიცლი და არ დავზოგავ თავს. არ გკითხავ რაში დაგჭირდი, იმიტომ რომ რადგან დაგჭირდი, ჩემს მეტი არავინ გინდოდა. -მე ყოველთვის მოგისმენ მართალსა და მტყუანსაც, რჩევასაც მოგცემ თუ მთხოვ....მაგრამ შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მაინც მშვიდად მივიღებ, მიუხედავად იმისა მომწონს თუ არა ეს. -მე შენ არასდროს მოგატყუებ და უპირობოდ გენდობი. - მე შეიძლება თავზე არ მოგახვიო ჩემი პრობლემა, მაგრამ მოვალ რომ დავიცალო, ვიტირო, ჩახუტება გთხოვო...შენ ნუ მანუგეშებ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ გულით... - როცა შემპირდები, შემისრულე...იმიტომ რომ მე პირობას ყოველთვის ვასრულებ.შეიძლება არაფერი გითხრა, მაგრამ გული მეტკინება ჩემთვის, ჩუმად. ეს უკვე იმედგაცრუება და ნდობის შერყევაა. - მე შენ იშვიათად დაგირეკავ ან მოგწერ...როცა ვიცი არ გცალია! შეიძლება იმ წუთში ვერ მიპასუხო და ეს ჩავთვალო სრულიად ნორმალურად.მაგრამ რომ ნახავ ჩემს ზარს ან წერილს, შემეხმიანე...იქნებ რა მიჭირს...ან რა მინდა. - შეიძლება უმიზეზოდ მოგწერო და დაგირეკო...ნუ ჩამითვლი ამას უსაქმურობაში და ცანცარობაში, რადგან მე გულწრფელად მომენატრე და მომინდა შენი ხმის გაგონება.ნუ მკითხავ: რა გინდა? რამ გაგახსენა ჩემი თავი? - თუ წლებია მიცნობ, ისიც გეცოდინება რომ ღალატი მძულს...ტყუილი, არ შემიძლია....როცა რაღაც მიჭირს და მტკივა, თვალები სულ ნაღვლიანი მაქვს, იმიტომ რომ ემოციებს ვერ ვმალავ.შეიძლება კითხვაზე: რა გჭირს? გიპასუხო: არაფერი!!! და გავჩუმდე...მაგრამ ეს ყველაფერია და სული მიკივის. -თუ ცრემლი მომაწვა, იცოდე ეს გულწრფელია, რადგან მსახიობი არ ვარ რომ უემოციოდ ვიტირო. იშვიათად ვტირი, მხოლოდ როცა ჩემი გული ვერ იტევს, მაშინ ამოხეთქავს. - მე ყვირილი, ჩხუბი, საქმის გარჩევა, შეურაცხყოფა....საშინლად არ მიყვარს.აქამდე თუ მივალთ, აქ გაწყდება ყველაფერი.თავის მოჩვენება, ვითომ არაფერი მომხდარაო, ძალიან მიჭირს და ვერ ვივიწყებ. - ასეთი რთულია ჩემთან მეგობრობა... - მე ასეთი მეგობრობა და სიყვარული ვიცი! ირინა თოფურია ✍ 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი