ფოთლის რეინკარნაცია
🌳გაზაფხულზე ზამთარგამოვლილი ხეები მწვანე ხასხასა ფოთლებით იმოსება. 🌱🍀☘🌿ნორჩია და კეთილსურნელოვანი.ზოგი დიდია, ზოგი პატარა, ძლივს გამოხატული კონტურებით. - ასევეა ადამიანის გულიც...💚💚💚💚💚💚💚 იბადება თავიდან, დარდგამოვლილი, ნაღალატევი, მიტოვებული, გულმოკლული გული, რომელიც იმედით იწყებს ახალ სიცოცხლეს... ახალი იმედებით სავსე.... ახალი გრძნობებით შემკული. ახალი მოლოდინით....ახალ ადამიანებზე. პრანჭია, ანცი, ზოგჯერ ქარაფშუტა, მოუსვენარი, მოუთმენელი, გულუბრყვილო, ზოგჯერ თამამი და თავხედიც. როგორც მწვანე ფოთლები ელოდებიან თბილ მზეს, რომელიც სხივებით გაათბობს, გაახარებს, აანთებს, გაალამაზებს, გაახელებს, შეაღწევს მის ყველაზე ბნელ კუნჭულებში - ასევე ელოდება გული ახალ ადამიანებს, რომლებიც შეაღებენ მის კარს, სიყვარულით, იმედით, რწმენით, ნუგეშით, ნდობით, ერთგულებით, ღიმილით... ელოდებიან რომ ეს ადამიანები დაავიწყებენ გამოვლილ ჭირ -ვარამს და ტანჯვას. ზოგჯერ....ადამიანები....ხიდან მოგლეჯენ ამ ახალდაბადებულ და ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფ ფოთლებს, საერთოდ არაფრის გამო, უმიზეზოდ დაკუწავენ, დახევენ და მიმოფანტავენ. ასეთივე ადამიანები ამოგლიჯავენ გულს ჯერ ახლად ჩასახულ გრძნობას და შეუცნობელ ბედნიერებას. დაუმსხვრევენ ყველა ფიქრს და ოცნებას. ამ სისასტიკეს რომელი ფოთლებიც გადაურჩება...მზე გაეთამაშება და გააფერადებს.... 🍁🍂🍁🍂🍁🍂ზოგი ფოთოლი ყვითლდება, წითლდება, ცეცხლისფერდება, აგიზგიზდება. ასევეა გულიც. არგანწირულებს სიყვარულით მოუვლიან, ჩაიხუტებენ, აკოცებენ, ოცნებებს აუხდენენ....მაშინ გული მეტად ხარობს, ვეღარ იტევს საგულე...და ამ სიხარულს სულს გადასცემს....სული კი მის სარკეს თვალებს უგზავნის. ჭრელა-ჭრულა ფოთლებივით ლამაზია ამ დროს ასეთი გულის პატრონი. სულ რაღაცას ზეიმობს, სულ რაღაც უხარია. ხდება გულუხვი, გულჩვილი, გულადი, ღიმილიანი. ❤🧡💛💚💙💜 ....ზოგჯერ ქარი დაუქროლებს და შეაკრთობს ლაღად თავმომწონე კეკლუც ფოთლებს.ამ დროს ისინი მთელი ძალით ებღაუჭებიან ხეს და ცდილობენ არ მოწყდნენ. ასევეა გულიც....უეცარი ელდა, შიში, ნერვიულობა გაჰკრავს, აკრთობს და მთელი ძალით ცდილობს საგულეში დარჩენას. წვიმა უყვარს ფოთლებს....მზისგან გადახურებულს აგრილებს, ზრდის, ასაზრდოებს.გულს კი ცრემლი ჰკლავს. გული სტკივა, გული ეწურება, გული ეკუმშება, გული უსკდება, გული უკვდება....ყველაზე დიდი ცრემლებით ტირის, რომელიც თვალებს არ შეუძლია.არც უნაწილებენ სულს ამ დარდს, იცრემლებიან ჩუმად...გულში...იქ უშვებენ. ზოგი გული უძლებს ამ თავსხმას, ზოგი ვერ. როგორ შეუძლიათ ამ დროს ადამიანებს ამ გულების გადარჩენა....გათბობით, გახალისებით, ღიმილით. გულიც - გულით იღიმის,გულით უხარია, მთელი გულით ბედნიერია. შემოდგომის მიწურულს ფოთლებს ფერი ეცვლებათ, ყავისფერდებიან...ფერმკრთალედებიან, ძალა ეკარგებათ, ცვენას იწყებენ და ახლა ხის მაგივრად მიწას ეკვრიან....ქვაფენილებს, ტროტუარებს, სკამებს, აივნებს, შემთხვევით გამვლელებს ტანსაცმელზე მიახტებიან.შველას ითხოვენ, თუმცა იციან რომ მაინც კვდებიან. გულიც ასეა. იცის იღუპება და ვერაფერი გადაარჩენს, მაგრამ მაინც იმედი აქვს რომ რაღაც ძაფი არ გაწყდება და საგულეს შერჩება. ბოლოს ფოთლები შავდებიან....იცრიცებიან, უხეშდებიან, იძარღვებიან, ლპებიან, ერთ დროს კეთილსურნელოვანი -ყროლდებიან. ადამიანები ცოცხით ერთ ადგილს მოაგროვებენ ამ გარდაცვლილ ფოთლებს, ცეცხლს უკიდებენ და წვავენ. ასეთივე ადამიანები უკლავენ გრძნობებს გულს და ნაწამებს ფერფლად აქცევენ. დაფერფლვას გადარჩენილ ფოთლებს საბოლოოდ ზამთრის სუსხი და თოვლი ყინავს....გულს კი ადამიანებისგან მოყენებული სიცივე და უყურადღებობა. თუმცა გაზაფხულზე ყველაფერი თავიდან იწყება.......🌱🌳🍀☘🌿💚💚💚💚💚💚 ირინა თოფურია ✍ 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი