წუხელ სიზმარი ვნახე ...


წუხელ სიზმარი ვნახე საზარი,
თავზე გრიგალი დამხარხარებდა,
ირგვლივ ვეება იწვა ხანძარი
და ვერ გავრბოდი ხანძრის რკალიდან.

შეშინებულმა გამჩენს ვეხვეწე
ხსნა... ცეცხლი როკვით სხვენზე შეფრინდა
და, დილით როცა გამომეღვიძა,
ძლივს ავათრიე ტანი ფერფლიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი