ფრანჩესკა


ჩემთან მოხვედი ღამიდან, -
- ყვავილებით ხელში,
შემდეგ წახვედი და ზნე დაცემულ ხალხს შეუერთდი,
ვინც შენზე უზნეოდ ილაპარაკებს.

მე - ვინც შეგამჩნიე ამ პრიმიტიულ არსებებში,
როგორ მიმძიმდა... მათ შენი სახელი მიისაკუთრეს.
ვისურვებდი, ცივმა ტალღებმა დაფაროს ჩემი თავი,
ჩემი გონება
და გახმეს სამყარო, როგორც მკვდარი ფოთოლი,
გაიფანტოს, როგორც ბაბუაწვერა,
რომ მხოლოდ მე შევძლო
შენი მოგნება.

ეზრა პაუნდი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი