0 0 18
ჩემს მასწავლებელს
მიტოვებული გორაკის ძირში ძველი საფლავი იმალება,
წლიდან წლამდე გაუკაფავი სარეველით დაფარული.
არავინ არის მისი მომვლელი,
ზოგჯერ გვერდით ხისმჭრელი თუ ჩაუვლის ხოლმე.
ერთ დროს მისი მოწაფე ვიყავი - ახალგაზრდა, თმაგაჩეჩილი.
მისგან ვისწავლე მდინარეების სიღრმეები.
ერთ დილას დავიწყე ჩემი მარტოსული მოგზაურობა.
ახლა დავბრუნდი, რომ ვიპოვო - განსვენებული;
რით შემიძლია მის სულს პატივი მივაგო?
მდუმარედ ვლოცულობ, წმინდა წყლით ვწმენდ მის საფლავს.
მზე უცებ ჩაქრა ბორცვების მიღმა.
მე, ფიჭვებით გარშემორტყმული - ქარის გრიალში მოვემწყვდიე,
გამკლავებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის,
ცრემლების წარღვნა მისველებს სახელოს.
ტაიგუ რიოკანი