0 15

დილით


დილით ვესალმები ყველას,
საღამოსაც ყველას ვესალმები.
სხვისი პატივისცემა - ჩემი ერთადერთი მოვალეობაა.
მისალმებით ვერასდროს შეიძულებ ბოდჰისტავას.

ზეცასა და მიწაზეც ის მარტო დგას.

ჭეშმარიტ ბერს
მხოლოდ ერთი რამ სჭირდება,
ისეთი გული,
როგორიც არის ყოვლის მოყვარე
ბუდა.

ტაიგუ რიოკანი
კომენტარები (0)