ბევრი არ არის საჭირო
ჩემი სახლი ტყის სიღრმეშია ჩაფლული. წინა წლებთან შედარებით, ვაზი უფრო კარგად ხარობს. სამყაროს ყაყანს გავერიდე, ტკივილს ვიყუჩებ, შიგადაშიგ მეტყევეების სიმღერას ვუსმენ - ხეების გავლით. სანამ მზე ცაზეა, მე ჩემს გარღვეულ ტანსაცმელს ვკემსავ და მთვარის შუქზე ხმამაღლა ვკითხულობ წმინდა წერილებს. თქვენ, ვისაც გწამთ და თქვენ, ვისაც გჯერათ, ნება მომეცით ყური დამიგდოთ: ცხოვრებით ტკბობისთვის არ არის ბვერი საჭირო. ტაიგუ რიოკანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი