საკმარისია მეგრძნო ხმაური,
და სულ ერთია ვინ მოვიდოდა, საკმარისია მეგრძნო ხმაური, ქარი ქარავნით გადმოვიდოდა, მესტუმრებოდა ზღვიდან ზღვაური, რომ მოეყოლა ყველა ტკივილი, და შემოდგომის ბოლო ჩასუნთქვა, გამოიცვალა წლები კბილივით, სახეც იცვალა ჩემგან წასულმა, და ხმელ ფოთლების ისმის წამება, შორს შიშველ ხეთა დგას სილუეტი, ცრემლი- ცრემლს კარგავს ზამთრის წარბებთან, და მეც ამ ზამთარშ დავიღუპები. ი ბერიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი