პეპლები


და იქნებ ჯობდა გველაპარაკა,
როგორ ცხოვრობენ პეპლები სამ დღეს,
და იმ სამიდღის სამყოფს მარაგად,
ვაწყობთ იქ სადაც უთუოდ გაძლებს,

რომ მომავალი სამიდღის მერე,
ხელახლა უნდა იშვნენ პეპლები,
დრო მოგზაური შეიცვლის ფერებს,
ფერები ფუნჯთა დანაფერფლები,

და შეიცვლიან სულ ოდნავ მაინც,
გარდაცვალების დღეს ან თარიღებს,
მოცურდებოდა სიკვდილის ნავიც,
ნავი რომელიც პეპლებს წაიღებს.

ი ბერიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი