ქარს მიუტევე ყველა სიურჩე


ნურაფერს იტყვი სანამ სიჩუმე,
როლს არ მოირგებს შენი პროფილის,
ქარს მიუტევე ყველა სიურჩე,
დღევანდელი ან თუნდაც ყოფილი,

იყვირე თორემ საცაა კვირტიც,
აუფეთქდებათ ხეებს მაჯებზე,
იმღერე ლექსი ზეპირად კითხვით,
და ნუღარ დაწერ თვითმკვლელ ჭაღებზე,

ნურც ჭერს აუხსნი დღეს შენს არ ყოფნას,
იქნებ ხვალ ჯობდეს სიკვდილს ეჩვენო,
ვიცი რომ ფანჯრებს ვერ ატყობ ყოყმანს,
გზები გაგიყვეს არა საშენო.

ი ბერიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი