*...*...*
*...*...* ვის გააყოლე მზერა ან სული, რომ ვერ იგრძენი გაზაფხულის ცა, არც ის დღე იყო ამაზე სრული, როცა გვიღირდა საუკუნოდ ცდა. ან ვის ატანდი ღამის ბარათებს, ქარის ჩიტები რომ არ იცდიან, ნუ ჩაიკეტავ სიზმრის დარაბებს, თორემ მისამართს გამოიცვლიან. და იმ ნაწერთა მესაიდუმლედ, ღამეს რომ ენდო ცოტა რთულია, მთვარის ხმაურში ღამე რომ დუმდეს, სადაც მზის სხივიც გარეულია... გაექცევიან სიტყვებიც ფურცლებს, ქარის ჩიტებიც სულ სხვას უცდიან, მელან დამშრალი კალმებიც უძლებს წერას და წიგნებს, ათას ფურცლიანს. ი ბერიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი