როცა აკრძალულ სიყვარულს ...
როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი, და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით. როცა ცას წვდები გაშლილი ფრთებით, და როცა გიღირს ცხოვრება ერთი დღით. როცა გული ცემს აპრილის ტემპით, ატმის ყვავილებს ქარი შლის პენტვით. უნდა გიყვარდეს მუცელში პეპლით, პეპლებიც ერთი დღით მოდიან , ერთი დღით! როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი, და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით. როცა მუხლები გეღლება კეცვით, როცა შენს სუნთქვას სიხშირე ერთვის. ესეთ სიყვარულს ვინატრებ ღმერთით, თუნდაც პეპლად ვიცხოვრო, ერთი დღით! ესეთ სიყვარულს, უვნებელს, კეთილს... მე ხომ აკრძალულ სიყვარულს ვეტრფი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი