ოცდაცამეთი მარგალიტი


ა ლისფრად აფეთქებს აპრილი ალუბლებს,
ბ ებრები ბარავენ ბარში ბლის ბაღებს,…
გ აბარდნილ გაზაფხულს გავუღებთ გულებს,
დ ავტკბებით, დავთვრებით და დავხსნით დარაბებს. …
ე ნძელებს ერთობით ეძლევათ ელფერი,
ვ ეძებთ, ვპოულობთ, ვიყვარებთ, ვვერთდებით,
ზ ამთარი ზუზუნით, ზანტად, ზავდება…


თ ეთნულდზე თეთრად თოვს, თივაც თავდება
ი ყალთოს იასამანი იხუტებს იებს,
კ არალეთს კაკლის კვირტები კვირტობს,
ლ ომისს ლაშქარი ლუდით ლომისობს,
მ ეცხვარე მთაში მზით მჭადებს მიცხობს.
ნ უშის ნერგები ნატრობდნენ ნიავს .
ო შკი და ოთხთა ოხრავდნენ ობლად
პ ეტრე-პავლობას…
ჟ უჟუნით ჟინჟლავდა ჟასმინობის ჟამს.
რ უსთველი რიგში რითმავდა რითმებს,
ს იბრძნეს სრულყოფილ სიყვარულისას –
ტ აბიძეს , ტიციანს, ტერენტის, ტატოს
უ ყვარდათ უცხო, უსასრულოდ, უიმედობით
ფ უნჯით ფერავდა ფანჯრებს ფიფქები,
ქ არი ქიაჩელის ქუჩაზე ქროდა..
ღ რუბლიან ღამეს ღმუოდა ღელე,
ყ ინწვისს ყაყაჩოს ყანა ყვაოდა.
შ აშვებს შიში შეეპარათ შიმშილის,
ჩ ალის ჩადრით ჩაბურულან ჩიტები .
ც ვრიან ცაცხვზე ცუღლუტობენ ციყვები,
ძ ელქვის ძირას ძინავთ ძაღლებს…
წ იწამურში წელსაც წუხდა წვიმა,
ჭ ავჭავაძის ჭირისუფალი…
ხ ახულზე , ხევზე, ხანძთაზე..
ჯ ავრობდა ჯვარი. . .
ჰ ეი! მკითხველო და მეგობარო გმადლობ რომ უკვე ამ სტრიქონამდე ხარ მოსული. არ შეშინდე, პოეტობას არ ვაპირებ . ესეც ვერ გავკადნიერდები , უბრალოდ რაც ვამახინჯე დღემდე ქართული ანბანი მინდოდა ერთხელ მისთვის ქებაც მეთქვა .

ირაკლი გაფრინდაშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი