"ქუჩის ბოლოს"
ქუჩა სევდიანი ცრემლებგამომშრალი, ქუჩის ბილიკები ცრემლად ნატირალი, მთვარის შავი შუქი მომდევს უჩვეულოდ ჩვენი განშორების მიზეზს ვერ ვპოულობ. სადღაც ქუჩის ბოლოს იდგა ლამპიონი, თავჩაქინდრული ფიქრში გაპარულა, ირგვლივ მდუმარების შავი საღამოა გარეთ უჩვეულოდ ყველა გამოსულა. მე და ლამპიონი ფიქრში გავერიეთ, ირგვლივ მყოფ ხალხს ვუცქერდით მალვით, ამ გრძელ შავ ღამეს, მთვარეც გაპარულა. მხოლოდ მე და ლამპიონი ვისხედით გარეთ. ირგვლივ დადიოდა ხალხი სიბოროტით, თითქოს სიყვარული, სადღაც გამქრალიყო. მხოლოდ ლამპიონი იდგა ქუჩის ბოლოს და უჩვეულოდ ფიქრში გამქრალიყო. ავტ: ირაკლი გოგოხია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი