"თეთრი ფიფქები"
თეთრი ფიფქები ნაზად რომ ცვივა ციდან, შენ გაგიხსენებ მძაბრად მძინარს. მოგონებები ფანტელებივით ცვივა ციდან, ზამთრის სიჩუმემ, ჩემშიც დაიდო ბინა. სევდის ფერია ეს თეთრი მიწა წვიმა წალეკავს დაადნობს ფანტელს, ვერც გახარებს პირველ თოვლს დამდეგს. დეკემბრის შუა რიცხვებში მოთოვს, ცამაც იცვალა ფერები რუხი, დეკემბერია გარეთ კი ცივა, თეთრი ფიფქებიც ცვივა და ცვივა. მიყვარს მე ძლიერ თეთრი ფიფქები ანგელოზივით რომ ცვივა ციდან, გარეთ სიმყუდროვემაც დაიდო ბინა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს მძაბრად, გაბრაზებულა მდუმარე სევდა, თეთრი ფიქრები, შენი ვიქნები, მდუმარე სევდამ დაიწყო ლხენა. დეკემბერია გარეთ კი ცივა, ვემშვიდობებით ამ წელს ტკბილი: სიტყვებით, ფიქრებით, მოგონებებით და მე კი ამ ლექსით მომავალ წლამდე გემშვიდობებით. ი.გ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი