"ქალაუ"
ბევრსა ჯობიხარ ქალაუ, შენი ეშხითა - ტანითა შენი კამკამა ხმის ტემპი, დღესაც ჩამესმის ნაზადა. ქალაუ შენმა სიდანმბლემ, მომხიბლა, თანაც მომინდა. შენი ცისფერი თვალები მინათებს ირგვლივ არესა. რაღად მემდური ძვირფასო, შორიდან გეტრფი, მონა ვარ, აღარც სიკვდილსაც ვუშიშ, რომ ყოფილიყავ ჩემთანა. მოხვალ ამირევ კვლავ ფიქრებს, ამირევ გრძნობებს და რითმებს, ნაზად და ჩუმად შემამკობ შენს სიტყვებს ფარისეველს. გულწრფელად გეტყვი მიყვარხარ, თან გეხვეწები შემინდე, რადგან მივდივარ მე შენგან და აღარასდროს გიმღერებ. ი.გოგოხია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი