ვერ გავარკვიე


მინდა ამოვთქვა გულზე ნადები
ფიქრი მტანჯველი
დარდი დიდი ხნის, 
არ ვიცი, ქოცი ჩემში რადა ჰქმნის,
გულის უმაღლეს მორჩილებასა, სულის უნაზეს ნეტარებასა,
დაბნეულობას ჩემს გონებაში და
DEEP STAT-ურ ჩმორჩილებასა?!
რად მაიძულებს აღიარებას,
ქოცი დიაცის  მშვენიერების,
თეას და ლალის, ირმას, ჯღარკონდას
მშვიდობიანი წარმატებების.
რად მაიძულებს ჟრჟოლვას და ჩქროლვას,
ქოცთა რაინდთა,  მუშტი და წიხლი,
მათი გმირული ქცევებით ტკბობა,
ოლიგარქისთვის დაღვრილი სისხლით?!!?....
                                                           09.06.2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი