* * * * *
თითქოს ნაბიჯები გზებთან გაბნეულა, თითქოს ეს ზამთარი ისევ მოგვეახლა, თითქოს გასაჭირი გულთან დამჩნეულა, თითქოს ოცნებები ისევ დაგვემარხა. აღარ მოგვშორდება მწარე სინანული, აღარ გამოარკვევს ფიქრებს მოგონება, აღარ მიეცემა უფსკრულს დასასრული, აღარ დამთავრდება მტრებთან შებრძოლება. მყისვე დაემალა სატრფოს განსაცდელი, მყისვე დამორჩილდა ეულს მრისხანება, მყისვე ჩამოეშვა ფარდა ტარტარენის, მყისვე გაფართოვდა აზრთა მიმართება. ლექსი შეეგუა დროის ვითარებას, ლექსი გახმაურდა თითქოს წარუშლელი, ლექსი მოეწონა წუხელ დეზდემონას, ლექსი აღრმავებდა გრძნობათ შეუცვლელის! აზრი შთაგვაგონა დიდმა ზეციერმა, აზრი გაგვაჩნია დროის თვინიერი, აზრი იბადება, უმალ იმარხება, აზრი გამოუთქვამს მგოსანს მშვენიერი. მგოსანს მისჩვევია ვინმე სხივოსანი, მგოსანს ჩაუსუნთქავს ლექსთა ნეტარება, მგოსანს შეუფიცავს ,,ვეფხისტყაოსანი". მგოსანს დაუწურავს ვაზის მტევანებად. გარეთ გავიხედავ, მაინც სისრულეა, ჩუმი გააზრება თითქოს უძლურია, მაგრამ -გადარჩება? - ვკითხავ ექიმებსა, და მყის გავქანდები მარტოს გართულია. ზ.ი.ბულია 2012
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი