******


თუმც სარკმლის წინ ყოველივე,

გაეხვია შავად კუპრში,

მსურდა,თუმცა ვეღარ შევძელ, 

მტკიცე სიტყვა ჩამრჩა გულში.

თვალიღა დამრჩა მე წმინდა,

ურწმუნოდ ვიქეცი თითქოს,

თითქოს წინათა უცოდველს,

ახლა მე სულშიცა მითოვს.

აღარც ზამბახია მთვარე,

აღარც მოცარტია გედი,

აღარც სიტურფეა ირგვლივ,

აღარც მოწყალეა ბედი. 

2011 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი