გახსენება


ციკლიდან  ‘’ალეფი’’. 
                        
                          I                                
თეთრი  დღეების  ჰქრიან  ქარები
უოცნებობის  კრთიან  ლანდებად,
იცდიან  გზები   გაუვალები
და  სადმე  მაინც   გამახსენდება

მზერა  უმწიკვლო,  მზეთა  მხილების
დრო  მილილული  გრძნობათ  ტბორებად
და  საუკუნით  გადაღლილები
შენი  ხელები  უწვდომ  ხსომებად.

ო’  ასე  იცის  დღემ   განშორების
და  სიყვარულის  ზვირთთა  ზღვრულობამ,
ვიცი  გაირბენს  მზესთან  სწორებით,
ჩვენს  შორის  მთელი  უსასრულობა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი