სწრაფვა
II მოისწრაფვოდი მაგრამ განედის ვერ გადმოლახე ნისლოვანედი და სწრაფვით რაღაც ფანტასტიურით გადაარღვიე რკალი ციური. გადაიარე დღენი მწკრივობის, ვით მიდამონი არსად მკვრივობის და უანკარეს დღეთ დამშვიდებით არასდროს გითქვამს წრფელად: ‘’მშვიდობით’’. არსად ყოფილა კრთომათ ჩვენება, არსად უკუსვლა და მოსვენება. მოისწრაფვოდი ნათლის სხივივით არა წუხილით და არც ჩივილით და მაინც, მაინც ვერ მოახლოვდი იქ, სადაც ერთ ჟამს სულში სახლობდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი