დასაფლავება
ციკლი ''ალეფი'' III ეს ფერდობები და გორაკები, დაიტვირთება მალე ცრემლებით, გამოჩნდებიან ლურჯი ფრაკებით ლანდები, ალბათ შენც აცრემლდები... და ასე ერთად გავჭრით სამარეს, საკუთარ დღეთა დასამარების თეთრად გადიარს სხივი მთა–ბარებს, ვით მოლოდინი გაქალღმერთების. ვიგლოვებთ კრძალვით და მოჩვენებით, როგორც შეშვენით ძვირფას საფლავებს, დემონურ მზერით და შეჩვენებით ჩვენ იქ მზის სხივებს დავასაფლავებთ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი