უცხო სამეფო


ციკლი  ''ალეფი''                              

                               VIII
                             
ვიდრე  ელვარებს  ფერდობზე  ალვა,
გახსოვდეს  თასი  ჩემგან  მოწვდილი
სად  მხიარული  არის  დაკრძალვა
და  სევდიანი  მიჰქრის  ქორწილი.

ვგრძნობ  დასასრული  უკვე  დასრულდა
და  დასაწყისის  ჰქრიან  წამები
გადასხვაფერდა  დრო  გარდასულთა
ვარსკვლავიანი  ცის  წამწამებით.

სიტურფეს  მარადს,  ვარსკვლავს  ზეახალს,
წასვლია  ფერი,  კრთომით  დაფერილს
ის  ოცნებობდა,  ელტვოდა  ახალს
ვიდრე  შეიქმნა  ეს  ყველაფერი.

სხვა  სამეფოა  გრძნობის  აკრძალვა,
ვით  უპოვარი  ხელგამოწვდილი,
სად  მხიარული  არის  დაკრძალვა
და  სევდიანი  მიჰქრის  ქორწილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი