სადღეგრძელო
ციკლი ''ალეფი'' X დიდი ხნის შემდეგ დადგება წამი, როს დღე მშვენებით გაიბადრება, აღვმართოთ თასი ეს გაუმარჯოს მას, ვინც არასდროს დაიბადება! ‘’ეს გამარჯვების არს საუკუნე’’ ითქვა მდუმარე, შორი ოცნებით, ჩვენ გავიბრწყინებთ ეს უთუოა, როდესაც ყველა დავიხოცებით. გროშადაც არ ღირს ეს გაბრწყინება, სჯობს კვლავ წყვდიადში ნათელს უცდიდე, სჯობს საუკუნო ამ გაჭირვებას ხელს კვლავ მდუმარედ გადაუწვდიდე. ‘’ჩვენ გავიმარჯვებთ ეს უთუოა, წინ სინათლეა’’_ ვიცი არ ცდებით, წინ აღმაფრენის საუკუნეა, ჩვენ გავიმარჯვებთ და დავმარცხდებით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი